რესტორანი

ვინ გაიმარჯვა რესტორანში, ამას 22 თებერვალს, 19:30-ზე, ტაბულას ეთერში შეიტყობთ

0 კომენტარი

22 თებერვალს, ტაბულას ეთერში, კულინარიული შოუ რესტორანის ფინალური სერია გავა. ფინალში ერთმანეთს ნუცა/მიშასა და ირკა/ნიკას წყვილები დაუპირსპირდებიან. 

ფინალურ სერიაში წყვილები მოწვეულმა სტუმარმა, კულინარიული აკადემიის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემაც შეაფასა. ტაბულასთან ერთად, სწორედ კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა პირველი კულინარიული შოუს შექმნის იდეა. 

ბენდუქიძის ინიციატივით აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე კულინარიული აკადემია შიექმნა, სადაც პროფესიონალებსა და მოყვარულებს საშუალება მიეცათ კულინარიაში საკუთარი ცოდნა გაეღრმავებინათ.

რესტორანი, რომელიც ტაბულასა და კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტია, 10 ოქტომბერს დაიწყო. დამწყებ და მოყვარულ კულინარებს შეზღუდულ დროში უნდა დამეტკიცებინათ, ვისი რესტორანი იყო საუკეთესო. მათ შედეგს კონკურენტებთან ერთად რესტორატორი ქეთი ბაქრაძე და შეფ-მზარეული გიორგი იოსავა აფასებდნენ.

თუ ვინ შეძლო პროექტში გამარჯვება და საფრანგეთსა და იტალიაში გამგზავრება, ამას მაყურებელი 22 თებერვალს, 19:30 საათზე, ტაბულას ეთერში შეიტყობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები