ფეხბურთი

ვიტესმა ტვენტე ყაზაიშვილის გოლით დაამარცხა

gelderlander.nl

ჰოლანდიის ერედივიზიონის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ვიტესმა სტუმრად ტვენტეს მოუგო. გადამწყვეტი გოლი ქართველი ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა 92-ე წუთზე გაიტანა.

ანგარიში 17-ე წუთზე ვიტესის ნახევარმცველმა ლაბაიადმა გახსნა. 82-ე წუთზე ტვენტემ კორონას გოლით ანგარიში გაათანაბრა.

ყაზაიშვილთან ერთად მოედანზე იყო ვიტესის ქართველი კაპიტანი, გურამ კაშია. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და 91-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზაიშვილისთვის ტვენტესთან გატანილი გოლი რიგით მეხუთეა მიმდინარე სეზონში.

ვიტესი 37 ქულით ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

კომენტარები