ინვესტიციები საქართველოში

კვირიკაშვილი ინვესტორებზე: დამშვიდდით თუ შეიძლება

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტაბულას კითხვას, "დაასახელეთ სამი ინვესტორი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შემოვიდა", მხოლოდ ერთი ფრაზით უპასუხა, "დამშვიდდით, თუ შეიძლება". ეკონომიკის მინისტრისთვის ამ კითხვის დასმა ტაბულას ჟურნალისტმა რამდენჯერმე სცადა.

აღსანიშნავია, რომ ამავე კითხვაზე, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა ნოდარ ხადურმა და დავით სერგეენკომ კონკრეტული პასუხი არ გასცეს და განაცხადეს, რომ ბევრის დასახელება შეუძლიათ. ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა კონკრეტული ინვესტორები ვერ გაიხსენა და თქვა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა.

კომენტარები