ინვესტიციები საქართველოში

ტყემალაძე: 23 ინვესტორი შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ ამას არ ვიზამ

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ტაბულას კითხვას, "დაასახელეთ სამი ინვესტორი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შემოვიდა", უპასუხა, რომ "ორი-სამი კი არა, ოცდასამი შემიძლია დაგისახელოთ". თუმცა, მან არ დააკონკრეტა ინვესტორების ვინაობა და აღნიშნა, რომ "ვერ კი არა, არ დაგისახელებთ".

აღსანიშნავია, რომ ამავე კითხვაზე, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა ნოდარ ხადურმა და დავით სერგეენკომ კონკრეტული პასუხი არ გასცეს და განაცხადეს, რომ ბევრის დასახელება შეუძლიათ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა კონკრეტული ინვესტორები ვერ გაიხსენა და თქვა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა. ხოლო ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტაბულას ჟურნალისტის რამდენჯერმე დასმულ კითხვას მხოლოდ ერთი ფრაზით - "დამშვიდდით, თუ შეიძლება" - უპასუხა.

კომენტარები