ქართველები სირიაში

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

რუსთავი 2

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ისლამისტი მებრძოლი, 26 წლის დავით სვიაკაური დაიღუპა. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის რწმუნებულმა როსტომ ალხანაშვილმა დაუდასტურა. დავით სვიაკაური პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში ცხოვრობდა.

სირიაში წასული პანკისელები იქ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძვიან. საბრძოლო მოქმედებების დროს პანკისის ხეობიდან 10-მდე პანკისელი დაიღუპა.

კომენტარები