მკვლელობა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ლევან დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებული ზაზა ქ. თავის არეში დაჭრა და მიიმალა. ზაზა ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები