უეფას ჩემპიონთა ლიგა 2014-15

ენრიკე: არ ვფიქრობ, რომ სიტის წინააღმდეგ, ბარსელონა ფავორიტია

theguardian.com

არ ვფიქრობ, რომ ამ წყვილში რომელიმე ფავორიტია, - მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.

24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, მანჩესტერში ადგილობრივი სიტი ბარსელონას უმასპინძლებს.

გასულ წელს, სწორედ იმავე ეტაპზე კატალონიელებმა ქალაქელები საერთო ანგარიშით - 4-1 დაამარცხეს.

"საერთოდ, ძალიან სახიფათოა ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტებზე საუბარი - შენი შესაძლებლობები მოედანზე უნდა დაამტკიცო," - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს BBC.

მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ აღნიშნა, რომ შარშან ქალაქელებმა ბარსელონა ზედმეტად დააფასეს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამოცდილება დააკლდათ. კაპიტან კომპანის თქმით კი, "დღეს ბარსელონას არაფერი ახალი არ აქვს, რომ გვანერვიულოს".

დღესვე, ტურინში ადგილობრივი იუვენტუსი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.

კომენტარები