ოქრუაშვილი-ხაბურძანიას ჩანაწერი

ხაბურძანია: ჩურკინმა დაიწყო ალასანიას პროექტი საგარეოში

ვალერი ხაბურძანია
facebook.com/v.khaburdzania.gori

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მიერ მოპოვებულ ოქრუაშვილი-ხაბურძანიას აუდიოჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ არის ჩაწერილი, ყოფილი მინისტრები ირაკლი ალასანიას პერსონას არჩევენ. ხაბურძანია ამბობს, რომ ალასანიას პროექტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ჩურკინმა დაიწყო.

"ვალერი ხაბურძანია: მე ალასანიასი მეშინია.

ირაკლი ოქრუაშვილი: ალასანია მკვდარია, ბიძინას ფონზე ალასანია მკვდარია. ბიძინას ფონზე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ბურჯანაძის დაყენება.

ვალერი ხაბურძანია: თუ აქ ვიღაც ყ..ბმა გაიტანეს თავისი იდეა, რომ ალასანია შეთანხმებულია ამერიკელებთან და მათაც აწყობთ, მაშინ...

ირაკლი ოქრუაშვილი: იცი, რა, თუ, დავუშვათ, ბიძინა ამათი მოთამაშეა, ალასაანიაში არ გაცვლიან, ვარიანტი არა არის.

ვალერი ხაბურძანია: საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემას ლობირებს, შენ, რომ იცოდე.

ირაკლი ოქრუაშვილი: ვიცი, რომ ლობირებს და ეგ ლავროვისა და ეგეთების შემთხვევითი არ იყო, მაგრამ დიდი ბუტაფორია უნდა გავაკეთოთ, რა, პოლუსი რომ შევქმნათ, არანაირი გადარჩენის შანსი სხვანაირად არა გვაქვს. ბოლო ერთი შანსია, რომ მაშინ ტერორისტივით უნდა შევუვარდე ერთმანეთში მოლაპარაკებულ მინდორზე სულყველას. მარტო ეგ არის გამოსავალაი, მაშინ როცა შეიძლება მართლა გავაკეთო ხოშიანი ბუტაფორია, "დაჟე" ბუტაფორიაც არ გამოვა, სამი ძალა- ბიძინას არსებობის პიროებებშიც კი როგორი პოლუსი გამოვა, იცი? მიშა, ბიძინა და აქეთ ჩვენ. "პროსტა" ხალხი შეგვაგინებს, რომ თქვე კეთილ.. ნულებო, რაღა ახალა გააკეთეთ ყველაფერი ისეო? გუბაზა მაგას ხედავ თუ არა, როგორც მე ვხედავ, ეგაა საინტერესო, მაგასთან ლაპარაკი მაგიტომ მინდა.

ვალერი ხაბურძანია: ჩურკინმა დაიწყო ალასანიას პროექტი საგარეოში.

ირაკლი ოქრუაშვილი: ვაჟა ლორთქიფანიძეს დიდი წვლილი აქვს მანდ, "ჩერეზ" ვიღაცეებით აატალახა და მაგან გააკეთა მაგ. ეგ შეხვედრა ლავროვთან მაგან გაუკეთა. ვალერი, რა გამომივა, არ ვიცი, ეროსასავით ვარ ფაქტიურად. 2009 წლის დეკემბერში რომ ჩამოვიდა, "დავაი" პროექტი დავიწყოთ. არაფერი არ ქონდა ტიპს. ბოლოს აი, "სლუჩაინად" მივედით "გრეჩიხა", გუნცაძე, სოზარა, მთელი ქართული პარტიის იმაზე, გოგელიაც რომ გაიჩითა, ახლა ზუსტად ეგეთი განწყობა მაქვს, ეროსისნაირ იმას ვიღებ, ყველა უნდა რამენაირად დავსვათ მაგიდასთან. ვანო ჩხარტიშვილი ჩამოვა, აბა, რისთვის ვზივარ აქ, მორჩენილი ვიყავი საქმეებს, სამი დღე უნდა ველოდო ახლა იმას, იქნებ მაგის კეთილ.. ნული ისინი დავითანხმო თანმხლები ამ თემაზე. ახლა გადალაგდება ქვეყანა, მინიმუმ შემდეგი ხუთი წლით, თუ მაქსიმუმ ათით არა. თან ისე გადალაგდება, რომ არაფერი შეიცველაბა. არც "გაიკებს" მოუშვებს არავინ და მიშა რომ მიშაა, ისევ მიშა იქნება", - ნათქვამია ჩანაწერში.

ვალერი ხაბურძანიამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ალასანიასა და ეფ-ეს-ბე-ს კავშირებზე ისაუბრა. "საინტერესოა, რითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია. მინდა, ვთქვა, რომ ამერიკელები ფულს არ იძლევიან" - თქვა ხაბურძანიამ.

მისივე ტქმით: "ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ძალიან საეჭვო პერსპექტივები აქვს დღეს. ვიტალი ჩურკინს მოეწონა ის, რადგან სააკაშვილის და მაშინდელი ხელისუფლების ფონზე ალასანია უფრო რეალური კაცი იყო. ამიტომ, რადგან მას ამერიკელებმა შესთავაზეს ოპოზიციაში გადასვლა, იყო საუბარი, რომ რუსებს უფრო ღირსეულ და ადეკვატურ კაცთან ჰქონოდათ თბილი ურთიერთობა," - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.

კომენტარები