ოქრუაშვილი-ხაბურძანიას ჩანაწერი

ოქრუაშვილი: იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია

გაზეთ ქრონიკა პლიუსის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ 2011 წელს, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ ჩაიწერა და ხაბურძანია-ოქრუაშვილის საუბარს ასახავს, ოქრუაშვილი ყვება, რომ მას სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებმა იარაღი და მანქანები აყიდინეს, რომლითაც საქართველოში უნდა შემოსულიყო. ოქრუაშვილი ჩანაწერში რუსულ ენაზე გაურკვეველ პირს უკავშირდება და შეხვედრაზე უთანხმდება.

ჩანაწერში საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი წევრი, გუბაზ სანიკიძეც ფიგურირებს. ოქრუაშვილი და ხაბურძანია "ობში" კანდიდატსაც არჩევენ და ასეთად ნინო ბურჯანაძეს ასახელებენ.

"ირაკლი ოქრუაშვილი: მომისმინე, მოდი, ასე ვთქვათ, მე ამათ კი მითხრეს, რისიც არ მჯერა, პრინციპში, რომ თუ დადგა ვადამდელი არჩევნების ამბავი, ჩვენ მაშინ აქ მაშინ ნამეტანი ავატალახებთ, ..ლეზე მკიდია, მარტო მე მაინც არ მინდა გარევა და არ აღმოჩნდეს ზემოთ მზაობა, ჩვენ მაინც ავატალახებთ სიტუაციას, მაინც გადავწყვიტავთ, მაგისი არ მჯერა მე, მაგარამ დავუშვათ და მოხდა და მიშამ დანიშნა არჩევნები, ესენი გაყურსულები არიან, თავის იმაში ჩაფლულები არიან, მაშინ რას ვშვებით? მე მაგისი მეშინია, მაგის დედაც მო..ნ, კაი, იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია, ამხელა ზარალი მივიღე, გაბანკრორტების დონე, ზარალი მივიღე. "ხ..ი სნიმ". ფეხებზე მკიდია ეგ. სიტუაცია რომ ხელიდან გავუშვა და კიდევ არ გამიტარონ, მერე უკვე დანძრეული მაქვს. დამთავრებული ამბავია, იქ ისე შეიფუთება ერთ თვეში, ორ თვეში სიტუაცია, მერე გინდა უკაკუნე "კრიშაზე", გინდა " გრანატამიოტზე" ესროლე, არაფერი აღარ გამოვა.

ვალერი ხაბურძანია: გუბაზი რაღას ელოდება, იმას რა... შენ რომ უთხარი, ეტყობა.

ირაკლი ოქრუაშვილი: გავაკეთებ, შენ მაგისგან, თევზივით რა უნდა მოიქცეს, რა მერე.... შენ მაგის განწყობები და ეყველაფერი გაიგე.

ვალერი ხაბურძანია: მე შენ გეუბნები ყველაფერს, დასკვნები უნდა გააკეთო შენ, იმიტომ, რომ აქვს რა მომენტები, მე ხომ ვიცი...

ირაკლი ოქრუაშვილი: ახლა რომ დავბრუნედები, მე ერთ კვირაში 10 ათას დოლარს გავუგზავნი. თუ წავედი ორშაბათს, დაახლოებით იმ კვირის ბოლომდე. სამშაბათსაც თუ წავედი, იმ კვირის ბოლომდე გავუგზავნი შენი სახელით, ვისთან აქვს ურთიერთობა ჩვენებიდან, ან გოგია, ან თეო, ის, რომ წინა დღით გაგაგებინებ შენ და შეუთვალე, რომ იმათ ისაქნას. დანარჩენი მერე შეხვედრაზე, რაც ადრე გამოიყვან, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ იმას არ ვჩქარობთ, არ განვიხილავთ კოალიციის თემას, ლაპარაკია საინტერესო, რომ ამ ლაპარაკით მე იმ დედამოტყნულებთან მივიდე ბურჯანაძეებთან, იმათთან ლაპარაკის მერე გუბაზს მოვუტან და ავდგებით მერე და ერთად ვნახავთ, რა იქნება მაგიდაზე, კუკავას თემა გარკვეული მაქვს, ახლა უყურე, რა, როგორი რაღაცაა, წეღან ჰედლაინებში მოვკარი თვალი, რომ ბიძინას კარზე რიგი დადგებაო. ახლა მანდ არის ეიფორია, დედის ტ.. ვნა იქნება, ყველა ახლა ფიქრობს, რომ იქნებ ამას ტ..ში შევუძვრე და პატარა ფულო მომცეს, მოდი, ორივე ვარიანტი ავიღოთ- მიშას თამაშია არ მიიღებენ, მიშას თამაში თუ არაა, ყველას მიიღებენ, ანუ ბიძინა ისეთ ფულს დაყრის, მანდ კონკურენციის გაწევა ჩემი ფეხები, ერთადერთი ჩვენი გამოსავალი მაგ სიტუაციაში არის "ობში" კანდიდატის პოვნა, საპრეზიდენტო კანდიდატის, მანდ ახლა გუბაზა რომ გამქაჩავი არა არის, ხო შანსი არაა. საკითხი დგება ისევ და ისევ ამ დედამოტყნულ ქალზე. ამ დროს უკვე ჩვენი და გუბაზის ინტერესებში შედის, რომ ის ქალი მოვითრიოთ, რომ ბიძინამ ფუკასავით არ აგვახიოს მთელი პოლიტიკური სიტუაცია. თუ ბიძინასთან მიდიხარ...", - ვისმენთ ჩანაწერში.

ამის შემდეგ ყოფილი მინისტრები ირაკლი ალასანიაზე მსჯელობენ.

კომენტარები