ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

გამოძიება გალფის თანამშრომლებს საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გალფის ორი თანამშრომელი დააკავა. გამოძიება ზაზა ირემაშვილსა და ჯიმშერ აბულაძეს ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადება-გამოყენებას ედავება. უწყების ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბერში ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე ბრალდებულებმა 52 ტონა აღურიცხავი საწვავი ბაზებიდან სხვადასახვა ავტოგასამართ სადგურებზე ფიქტიურად გაწერეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით, საბუღალტრო რევიზიაც ტარდება. თავად კომპანია გალფში ამბობენ, რომ კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარები