Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International: ოპოზიციის მიმართ ძალადობის პრევენცია პოლიციამ ვერ შეძლო

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ქვეთავი პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს ეხება. ორგანიზაცია რამდენიმე შემთხვევას ასახელებს, როდესაც პოლიციამ ძალადობის პრევენცია ვერ შეძლო.

"ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსების მიმართ რამდენიმე ძალადობრივი შეტევა მოხდა, რომლებშიც პოლიციამ ძალადობის პრევენცია ვერ შეძლო.

9 ივნისს, ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას ცაგერში, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას, თავს დაესხნენ კოალიცია ქართული ოცნების წევრები. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახლოს მდგომ პოლიციელებს რეაქცია არ ჰქონიათ, რათა ძალადობა თავიდან აეცილებინათ.

30 სექტემბერს, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის ოფისს თავს დაესხა დაახლოებით 50 ადამიანი. ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დაშავდა, პოლიციამ ვერ შეძლო სწრაფად ადგილზე მისვლა, მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებებისა შესაძლო ძალადობის შესახებ", - წერია ანგარიშში.

კომენტარები