კრიმინალი

ქავთარაძის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ქავთარაძის #16-ში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. 112-ში შეტყობინება დილის 8 საათზე შევიდა.

კონკრეტულად, რა არის წაღებული მაღაზიიდან, მოგვიანებით დადგინდება. ადგილზე ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

კომენტარები