ვაშინგტონში მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გამოყენება დაუშვეს

salon.com

კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, რომელშიც შეერთებული შტატების დედაქალაქი შედის, ძალაში შევიდა კანონი მარიხუანის მცირე დოზის შენახვის ლეგალიზების შესახებ. ადამიანებს, რომლებიც მარიხუანას რეკრეაციული, ანუ სიამოვნების მიღების მიზნით მოიხმარენ, სისხლისსამართლებრივი დევნა აღარ ემუქრებათ.

ამ გადაწყვეტილებას ოლქის მოსახლეობამ გასული წლის ნოემბრის პლებისციტზე დაუჭირა მხარი. თუმცა, ვაშინგტონში მარიხუანის გაყიდვა კვლავაც დასჯად საქმიანობად რჩება. რეკრეაციული მიზნით მარიხუანის მოხმარება ოთხ შტატშია ლეგალიზებული, მრავალ შტატში კი - მხოლოდ სამედიცინო მიზნებით. 

კომენტარები