თბილისში, ვარკეთილში მდებარე 180-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. 112-ში ბომბის შესახებ შეტყობინება შევიდა.
გამნაღმველებმა ასაფეთქებელი საშუალება ვერ აღმოაჩინეს. ცრუ შეტყობინების ავტორი კი, იმავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა, რომელიც შსს-ს ცნობით, "კანონის შესაბამისად დაისჯება".