ეკონომიკური კრიზისი

ნაციონალურ მოძრაობაში მთავრობის პარლამენტში არმისვლას სამარცხვინოს უწოდებენ

საქართველოს პარლამენტი

ნაციონალურ მოძრაობაში სამარცხვინოს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 28 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც ქვეყანის ეკონომიკაში შექმნილ სიტუაციაზე უნდა იმსჯელონ, მთავრობის წევრები არ იქნებიან მიწვეული.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტი შეასრულებს თავის საკონსტიტუციო მოვალეობას და სხდომა 28 თებერვალს გაიმართება. თუმცა, მისი თქმით, მას ამ შემთხვევაში „არ აქვს უფლებამოსილება", მთავრობას სხდომაზე მოსვლა დაავალოს.

„ეს არის კიდევ ერთი აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისგან. სინი ეძებენ საბაბებს, აბსოლუტურად უსაფუძვლოს ფორმალურადაც, რომ მთავრობა არ მოვიდეს და პარლამენტი არ იყოს ადგილი, სადაც ყველანი ერთად განვიხილავთ ყველზე მწვავე საკითხებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის - ლარის გაუფასურებას, ეკონომიკურ კრიზისს, უმუშევრობის და სიღარიბის ზრდას", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საერთაშორისო საკითხებში გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, მთავრობას, რომელსაც არანაირი გეგმა არ აქვს და რომელმაც თვითონ მიიყვანა ქვეყანა ამ კატასტროფამდე, არ სურს მოუსმინოს პარლამენტს და ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა აქვს.

კომენტარები