კოკა ყანდიაშვილი

კოკა ყანდიაშვილმა კამპანია „დაბლოკე ნაცი“ გამოაცხადა

reportiori.ge

სახელმწიფო კანცელარიის კონსულტანტმა კომუნიკაციების საკითხებში კოკა ყანდიაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე კამპანია „დაბლოკე ნაცი" გამოაცხადა.

„მეგობრებო, ვიწყებ ახალ კამპანიას - "დაბლოკე ნაცი"
შემომიერთდით - გაავრცელეთ ეს პოსტერი და რა თქმა უნდა დაბლოკეთ ნაცები, ყველგან და ყოველთვის.
დაბლოკილი ნაცების რაოდენობა აქვე კომენტარებში მიუთითეთ.
წარმატებები.
ინსტრუქცია: - როგორ გავიგოთ რომ იუზერი ნაცია?
თუ ადამიანი, უგულო, უსულო, უტვინო, ბოროტი და კაპასია - ესეიგი - ნაცია. დაბლოკე!!!

პ.ს. პერიოდულად იკბინება და ილანძღება მუდამ!

პ.ს. 500-ზე ცოტა მეტი ნაცი მყავს დაბლოკილი - ფეისბუქის დაარსების დღიდან....
დღეს კიდევ 15-20 მივაყოლე.....

არ ყოფილან ბევრნი..... ან მცირდებიან გეომეტრიული პროგრესიით..." - წერს ყანდიაშვილი.

 

კომენტარები