დემონსტრაციები საბერძნეთში

საბერძნეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

AFP

პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა პირველი საპროტესტო აქცია საბერძნეთში, რომელიც ქვეყნის სათავეში მემარცხენე პარტია სირიზას მოსვლის შემდეგ გაიმართა.

ათენის ცენტრში 50-მდე დემონსტრანტმა ავტომობილები გადაწვა და მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრია.

რადიკალმა მემარცხენე დემონსტრანტებმა პროტესტი პრემიერ ციპრასის პოლიტიკის გამო გამოხატეს, რომელიც წინა კვირას ევროპელ პარტნიორებს საბერძნეთისთვის დახმარების პროგრამის გაგრძელებაზე შეუთანხმდა.

თუ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება, საბერძნეთი ოთხთვიან დახმარებას მიიღებს ქვეყანაში რეფორმების გატარების სანაცვლოდ.

ამის გამო რადიკალი მემარცხენეები მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებების უგულვებელყოფაში სდებენ ბრალს.

კომენტარები