5G ინტერნეტი

5G ინტერნეტი 4G-ზე 65 000-ჯერ სწრაფი იქნება

bbcimg.co.uk

სურეის უნივერსიტეტის 5G ინოვაციური ცენტრის მკვლევრებმა წამში ერთ ტერაბაიტ სიჩქარეს მიაღწიეს - რაც მონაცემთა ბაზის ბევრად უფრო სწრაფად დაკავშირებას, ანუ უფრო სწრაფ ინტერნეტს ნიშნავს, ვიდრე ეს 4G ტექნოლოგიის საშუალებითაა შესაძლებელი.

კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ახალ ტექნოლოგიას საზოგადოებას 2018 წელს წარუდგენენ, ხოლო 5G ბრიტანეთში 2020 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

1 ტერაბაიტი სიჩქარის პირობებში თეორიულად შესაძლებელია 100 მხატვრული ფილმის მოცულობის ფაილის სამ წამში გადმოწერა. ეს სიჩქარე საშუალო 4G ინტერნეტის სიჩქარეზე 65 000-ჯერ სწრაფი იქნება.

მკვლევრების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სიჩქარე არა მხოლოდ ტესტ ცდებისას, არამედ რეალური სამყაროს პირობებშიც მიიღწეოდეს.

5G-ის მნიშვნელოვანია ასპექტია, როგორი მხარდაჭერა ექნება მას მომავალში აპლიკაციებთან. "ჩვენ არ ვიცით, რა აპლიკაციებს გამოიყენებენ 2020, 2030 ან 2040 წელს", - განაცხადა სურეის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ტაფაზოლიმ.

კომენტარები