ევროპა ლიგა 2014-15

ევროპა ლიგაზე მერვედფინალისტები დაწყვილდნენ

uefa.com

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები პირველ შეხვედრებს 12 მარტს გამართავენ, ხოლო საპასუხოდ ერთმანეთს 19-ში დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ რვა წყვილიდან ორში ერთმანეთს ერთი ქვეყნის გუნდები შეხვდებიან (ფიორენტინა - რომა და ვილიარეალი - სევილია). გთავაზობთ ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებს:

ევერტონი (ინგლისი) - კიევის დინამო (უკრაინა)
დნიპრო (უკრაინა) - აიაქსი (ჰოლანდია)
ზენიტი (რუსეთი) - ტორინო (იტალია)
ვოლფსბურგი (გერმანია) - ინტერი (იტალია)
ვილიარეალი (ესპანეთი) - სევილია (ესპანეთი)
ნაპოლი (იტალია) - მოსკოვის დინამო (რუსეთი)
ბრიუგე (ბელგია) - ბეშიქთაში (თურქეთი)
ფიორენტინა (იტალია) - რომა (იტალია)

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალური მატჩი 27 მაისს ვარშავაში გაიმართება.

კომენტარები