ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუ

ჯაფარიძე: ეროვნულ ბანკს რეზერვების 30% რომ გაეყიდა, ეს კატასტროფა იქნებოდა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნები შეაფასა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების 30 %-ის გაყიდვა საქართველოს ეკონომიკას კოლაფსამდე მიიყვანდა.

" 30 % დაახლოებით 900 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმოქცევიდან უნდა ამოეღო მილიარდ - მილარდ ნახევარი ლარი... ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა გავიდოდა -25%-ში. ეს იქნებოდა კატასტროფა, ეს იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის კოლაფსი. ეროვნულ ბანკს ამდენი ფული რომ ამოეღო მიმოქცევიდან და ის (ივანიშვილი) მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, 30 %-ი უნდა გაეყიდაო, ჩვენ გვექნებოდა სრული ეკონომიკური კოლაფსი. წლის ბოლოს გვექნებოდა არათუ ზრდა, არამედ მინუს ძალიან ბევრი პროცენტი" - განაცხადა ჯაფარიძემ იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც არსებულ ვითარებში ბრალი ეროვნულ ბანკს დასდო.

"ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები