ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მოკლეს

lenta-ua.net

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლული იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას ერთბაშად რამდენიმე რუსული და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

55 წლის ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ზურგში ოთხჯერ ესროლეს, ამის შესახებ რუსული ინტერფაქსი წერს.

ვებგვერდ მედუზას ცნობით, პოლიტიკოსი ქალბატონთან ერთად სეირნობდა, როდესაც რამდენიმე თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და მას ესროლა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 15 თებერვალს ნემცოვმა sobesednik.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეშინოდა, რომ პუტინი მას მოკლავდა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც დედას ვურეკავ, ის მეუბნება: "როდის მორჩები პუტინის ლანძღვას? ის მოგკლავს!," სრულიად სერიოზულად"

ჟურნალისტის შეკითხვაზე - დედასთან მსგავსი საუბრების შემდეგ, ისიც ხომ არ შეიპყრო ასეთმა შიშმა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი პირადად, ან შუამავლის მეშვეობით მოკლავს, ნემცოვმა უპასუხა:

"იცით, დიახ...ოდნავ. ასე ძლიერად არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც.. თუმცა მე მისი არც ისე ძლიერად არ მეშინია. ძალიან რომ მეშინოდეს, ოპოზიციურ მარტიას სათავეში ალბათ არ ჩავუდგებოდი და არც იმით დავკავდებოდი, რასაც ვაკეთებ," - განაცხადა ბორის ნემცოვმა.

კომენტარები