კრიმინალი

შსს-მ ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულები სამართალამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2003 წელს დაბადებული ბექა ო. და 2001 წელს დაბადებული ზაზა ს. 22 თებერვალს, რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიაში ღამით შეიპარნენ და შესაწირი ყუთიდან 420 ლარი მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებს ეკლესიაში შესვლის დროს ორი ხატი გაუტყდათ, რომლებიც ეკლესიის სახურავზე გადამალეს. სამართალდამცველებმა დაზიანებული ხატები ეკლესიის მსახურებს დაუბრუნეს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაკავებულები სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ეკლესია რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთშიც გაქურდეს. შსს-მ ფაქტზე ხუთი არასრულწლოვანი ამხილა.

 

კომენტარები