საქართველოს პარლამენტი

რიგგარეშე სესია ჯერ არ დაწყებულა, პარლამენტში 42 დეპუტატი იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში რიგგარეშე სესია, რომელიც 14.00 საათისთვის იყო დანიშნული, ჯერ არ დაწყებულა. ენმ-ის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში, ამ დროისთვის მხოლოდ 42 დეპუტატი იმყოფება. მისი ცნობით, პარლამენტში არ მისულან რესპუბლიკური პარტიის წევრები.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, დღევანელი რიგგარეშე სესია შეიძლება კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალოს. სხდომის გასახსნელად 76 დეპუტატია საჭირო. 

რიგგარეშე სესია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მოთხოვნით დაინიშნა. 

კომენტარები