საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომის ჩასატარებლად პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა პირველ ჯერზე რეგისტრაცია პარლამენტის 42-მა წევრმა, მეორედ - 41-მა, მესამედ კი - 42-მა წევრმა გაიარა. რეგლამენტის შესაბამისად, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, ის ჩაშლილად გამოაცხადა. 

სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იყო მოწვეული. დეპუტატებს მასზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე უნდა ემსჯელათ.

კომენტარები