ოკუპირებული ტერიტორიები

ჯარიაშენის კიდევ 20 სახლი შესაძლოა, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდეს

გოგა აფციაური / რადიო თავისუფლება

ჯარიაშენის კიდევ 20 სახლი შესაძლოა, საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდეს. მცოცავი ოკუპაციის შესახებ სოფლის მოსახლეობა რუსთავი 2-თან საუბრობს.

ადგილობრივების ცნობით, არსებობს რუკები, რომელთა მიხედვითაც საოკუპაციო ზოლი კიდევ უფრო გადმოიწევს და ჯარიაშენის თითქმის დაცარიელებული უბანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდება. მათი მტკიცებით, მათ დოკუმენტები ნანახი აქვთ. თუმცა, როგორ გახდა ინფორმაცია ხელმისაწვდომი და როდის იგეგმება საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყების განმარტებით, ოკუპაციის ზოლს იქით რჩება ისევ ის 30 ჰექტარი, რომელიც 2008 წლის შემდეგ არის ოკუპირებული და ახალი რუკები არ არსებობს.

კომენტარები