საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 26:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველი მორაგბეები ევროპის რაგბის ჩემპიონატზე პირველ ადგილზე იმყოფებიან.
ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 14 მარტს, ვაკის სტადიონზე, რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.