ბორის ნემცოვის მკვლელობა

ენმ: არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინთან დაპირისპირებულ მოღვაწეს კლავენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ მოღვაწეს კლავენ და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამკვეთებსა და შემსრულებლებს დაადგენენ. ბორის ნემცოვი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც რუსეთის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციისთვის იბრძოდა - სურდა ცივილიზებული, კარგი ურთიერთობა მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. ის იყო უკრაინის ერთიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერი. ვინც არ უნდა იკოს კონკრეტული მკვლელი - ცხადია - ბორის ნემცოვი რუსეთის თავისუფლებისთვის და პუტინის რეჯიმისგან განთავისუფლებისთვის გმირულად დაიღუპა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თანამოაზრეებს და თავისუფლების მოყვარე ყველა მოქალაქეს რუსეთში" - აცხადებს ენმ.

კომენტარები