საყდრისი-ყაჩაღიანი

სააპელაციო სასამართლომ საყდრისზე RMG-სა და სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

საყდრისის საბადოს შესახებ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ RMG-ისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება - სამინისტროს საყდრისის ძეგლის სტატუსის საკითხის ხელმეორედ შესწავლა დაევალა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტება გააკეთა. მათი თქმით, სანამ კულტურის სამინისტრო მიიღებდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, მათ უნდა ჰქონოდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.

საყდრისის დამცველების განცხადებით, გადაწყვეტილება საბადოს ნგრევაზე, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები