თორნიკე შენგელიას დისკვალიფიკაცია

თორნიკე შენგელია მატჩის დროს ჩხუბის გამო დისკვალიფიკაციას მიიღებს

პირველ მარტს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, ბასკური დერბი შედგა. ბილბაომ საკუთარ პარკეტზე, თორნიკე შენგელიას კუტჩა ლაბორალი მიიღო.

შეხვედრის ბოლოს კალათბურთელებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ესპანურ სპორტულ მედიაში მთავარი თემაა. ინციდენტს გამოეხმაურა რამდენიმე უცხოური გაზეთიც.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ბილბაოს სერბი კალათბურთელი დეირან ტოდოროვიჩი ფარში ბურთის ჩასატენად გაიჭრა, მაგრამ მსაჯებმა მასზე გარბენი დააფიქსირეს. ამის მიუხედავად, შენგელიამ სერბს ბურთზე დაუფარა.

ეპიზოდით გაბრაზებულმა სერბმა შენგელიასთან მიირბინა და მკერდით დაეჯახა, რაზეც ქართველმა მეტოქეს ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ატყდა კოლექტიური ჩხუბი, აქტიურობდნენ როგორც მასპინძლები, ასევე შენგელიას თანაგუნდელები.

შედეგად, საქართველოს ნაკრების წევრმა პარკეტი დროზე ადრე დატოვა, მაგრამ გასვლამდე პატარა გულშემატკივართან მივიდა და ბოდიში მოუხადა, რომ ასეთი არასასიამოვნო სურათის ცქერა მოუწია. ეს ეპიზოდი არანაკლები განხილვის საგანი გახდა, ვიდრე თავად ჩხუბი.

Marca წერს, რომ შენგელიას ღირსეული საქციელი დიდი უსიამოვნო ჩხუბის ნათელი წერტილი გამოდგა.

გადაწყვეტილია, რომ ქართველს დისკვალიფიკაცია ემუქრება, კონკრეტული სასჯელისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ, სავარაუდოდ, 3 მარტს გახდება ცნობილი.

კომენტარები