ბორის ნემცოვის მკვლელობა

ნემცოვის მკვლელობის მოწმე: მკვლელი არ დამინახავს

ბორის ნემცოვის მეგობარმა და მისი მკვლელობის ერთადერთმა მოწმემ პირველი ინტერვიუ რუსულ ტელეკომპანია დოჟდს მისცა. უკრაინელი მოდელის ანა დურიცკაიას თქმით, მას მკვლელი არ დაუნახავს, პოლიციელები კი მკვლელობის ადგილზე მხოლოდ 10 წუთის შემდეგ გამოჩნდნენ. მან ეჭვიანობა, როგორც მკვლელობის მოტივი, გამორიცხა. სამართალდამცველები დურიცკაიას რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, ამჟამად კი დაცვის ქვეშ იმყოფება. მას სახლის დატოვებისა და უკრაინაში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.

"არ ვიცი, არ მინახავს მკვლელი საიდან მოვიდა. ეს ჩემს ზურგს უკან ხდებოდა. ადამიანი არ დამინახავს, რომ მივიხედე, დავინახე მხოლოდ ღია ფერის მანქანა, რომელიც უკვე მიდიოდა, მანქანის არც ტიპი, არც ნომერი არ დამინახავს", - განაცხადა ანა დურიცკაიამ. 

კომენტარები