პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტმა დედის დღესთან დაკავშირებით 8 პატიმარი ქალი შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დედის დღესთან დაკავშირებით 8 პატიმარი ქალი შეიწყალა. მარგველაშვილმა განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.

8 ქალიდან ოთხს სასჯელი ქურდობასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.

შეწყალების კომისიამ სულ 572 განაცხადი განიხილა, თუმცა, ამ ეტაპზე დედის დღის გამო მხოლოდ ქალი პატიმრები შეიწყალეს. დარჩენილი მსჯავრდებულების შეწყალების საკითხი მიმდინარე კვირაში გადაწყდება.

კომენტარები