მეწარმეობის ცენტრი

ალიბეგაშვილი: თბილისის მეწარმეობის ცენტრი ბიზნესს წინ წაწევს

თბილისის საკრებულო

"იმისთვის, რომ მეწარმეობა განვითარდეს, ბიზნესი უფრო წინ წავიდეს, ამ სამსახურის შექმნა აუცილებელია", - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მეწარმეობის ცენტრის შექმნას ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი შეფასებით, "ცენტრის დაფინანსების სახსრები აუცილებლად გამოინახება ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად არ დააწვება".

თბილისის მეწარმეობის ცენტრის შექმნას საკრებულოში 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 11 - წინააღმდეგი იყო. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს თბილისის ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები