ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვის ცხედარი სახაროვის ცენტრიდან გამოასვენეს

Sarah Rainsford / BBC News

მოსკოვში სახაროვის ცენტრის შენობიდან ბორის ნემცოვის ცხედარი გამოასვენეს. მოკლულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მანამდე, ახლობლებმა, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბორის ნემცოვს პატივი მიაგეს. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. სახაროვის ცენტრთან პანაშვიდზე მისულებს გრძელ რიგში დგომა მოუხდათ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკრძალვას პრეზიდენტი პუტინი, პრემიერი მედვედევი და დუმის სპიკერი არ დაესწრებოდნენ. დაკრძალვას ესწრებიან დასავლელი დიპლომატები, ბევრი ამისთვის საგანგებოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელსუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა პოლონეთის სენატის სპიკერ ბოგდან ბორუსევიჩი და ევროპარლამენტის ლატვიელი დეპუტატი სანდრა კალნიეტე, რომლებიც ნემცოვის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდნენ.

კომენტარები