ISIS

ერაყის არმია ისლამისტებისგან ქალაქ ტიქრიტს ათავისუფლებს

Reuters

ერაყის შეიარაღებული ძალები ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან დედაქალაქიდან 130 კილომეტრში მდებარე ქალაქ ტიქრიტის გათავისუფლების ოპერაციას განაგრძობენ. 30-ათასიანი დაჯგუფება ქალაქს სამი მიმართულებიდან, მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გამოიყენებით უტევს. სამთავრობო ძალებმა ქალაქის ნაწილი დაიკავეს, თუმცა, ცენტრიდან ისლამისტების გაძევება ჯერ ვერ მოხერხდა.

ერაყული სარდლობის განცხადებით, ტერორისტები ქალაქში პარტიზანულ ტაქტიკას მიმართავენ და სნაიპერებსა და ჩადებულ ნაღმებს იყენებენ, რის გამოც ოპერაციას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდება. ქალაქი ტიქრიტი ისლამისტებმა გასული წლის ზაფხულში დაიკავეს. ისინი ერაყის ტერიტორიის დიდ ნაწილს, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს აკონტროლებენ.

კომენტარები