ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვი მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალეს

AFP

მოკლული რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ცხედარი სახაროვის ცენტრიდან ახლობლებმა და მოქალაქეებმა გამოაცილეს. 

მანამდე, ახლობლებმა, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბორის ნემცოვს პატივი მიაგეს. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. სახაროვის ცენტრთან პანაშვიდზე მისულებს გრძელ რიგში დგომა მოუხდათ.

კომენტარები