ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ასფალტის ქარხნების მუშაობა შეჩერებულია

ნიკა მელია
epn.ge

ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრებმა ის ასფალტის ქარხნები მოინახულეს, რომლებმაც მუშაობა შეაჩერეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, "ამ ქარხნებში მუშაობა ხელისუფლების უნიათობის გამო შეჩერდა". ის დედაქალაქის ხელისუფლებას რეალური საქმით დაკავებისკენ მოუწოდებს.

საგზაო კომპანია თბილისის დირექტორი გიორგი სურამელაშვილი კი აცხადებს, რომ ქარხანას მუშაობა სეზონიდან გამომდინარე აქვს შეჩერებული. 

"ჩვენი სამუშაოები სეზონურია. ამინდები კი კარგია, მაგრამ პროექტს ვასრულებთ და მოსამზადებელი სამუშაოები გვაქვს. მანამდე ასფალტი ვერ დაიგება. დაიწყება თუ არა ეს სამუშაოები, ჩაირთვება ასფალტ-ბეტონის ქარხანა", - ამბობს სურამელაშვილი.

კომენტარები