აქციები პროკურატურასთან

მთავარ პროკურატურასთან ორი აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთი აქცია ბაჩო ახალაიას საქმეს ეხება. კერძოდ, ადვოკატ რომეო საჯაიას მტკიცებით, ნავთლუღის ეპიზოდზე ერთ მოწმეს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს. თავად მოწმე საქართველოში არ იმყოფება.

საჯაიამ პროკურატურაში შეიტანა წერილი და ითხოვს, სამი პროკურორი საქმეს ჩამოაშორონ. წერილს მან ჩანაწერიც დაურთო, სადაც მოწმე ამბობს, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

რაც შეეხება მეორე აქციას, ის დავით ბერუაშვილის საქმეს ეხება. ადვოკატისა და ოჯახის წევრების მტკიცებით, ბერუაშვილთან ერთად თაღლითობისთვის 13 ადამიანი იყო ბრალდებული. თუმცა, ბერუაშვილის გარდა, ყველას საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს.

აქციის მონაწილეები დავით ბერუაშვილისთვისაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

კომენტარები