საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

სავალუტო ფონდი: ეკონომიკური ზრდა საუკეთესო შემთხვევაში 2% იქნება

0 კომენტარი
ფოტო: jornadadiaria.com

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს მაქსიმუმ 2% იქნება და ეს ციფრიც რისკის ქვეშაა. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა ის რეკომენდაციები წარადგინა, რომელზეც ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობდა. ორი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც სავალუტო ფონდს აქვს, გადასახადების ზრდასა და ხარჯების შემცირებას ეხება. გრიფიტსის თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ორივე ერთდროულად, ან ცალ-ცალკე გამოიყენოს. მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოახდინოს და ეს ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება.  

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მათ მიმართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა, რომელშიც კორუფციაში ადანაშაულებდნენ. გრიფიტსმა ბრალდებებს ყალბი უწოდა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კრიზისის დროს კარგად იმუშავა და მას მცოცავი კურსი უნდა შეენარჩუნებინა. გრიფიტსის განმარტებით, ეროვნული ბანკის მისია ფასების სტაბილურობაა, ხოლო ხელისუფლებასა და ბანკს შორის დაპირისპირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ხელს არ უწყობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები