საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ჯაფარიძე: ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გადასახადების შემცირება

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სავალუტო ფონდი ქართველ ხალხს არ აურჩევია და მისი რეკომენდაციები ბიუჯეტის დაბალანსებას ეხება და არა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას.

"სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ეხება იმ საკითხს, როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტის დაბალანსება, იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო დაგეგმილი, ამიტომ ბიუჯეტს სჭირდება დაბალანსება. ეს შეიძლება მოხდეს ან ხარჯების შემცირებით ან გადასახადების აწევით ან ორივე ერთად.

ეს არის ის რაც თქვა სავალუტო ფონდმა, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ეკონომიკური კრიზისიდაბნ გამოყვანას სჭირდება სხვა, მკვეთრი ნაბიჯები, მათ შორის პირიქით, გადასახადების შემცირება და სახელმწიფო ხარჯების მნიშნელოვანი შეკვეცა და არა უბრალოდ იმისთვს შეკვეცა, რომ ბიუჯეტი დაბალანსდეს.

სავალუტო ფონდი არ არის საქართველოს მთავრობა, ის არ აურჩევია ხალხს და ამიტომ მისი რეკომენდაციები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხება იმას, როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტის დაბალანსება და არა იმას, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება უფრო მკვეთრი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მოცემული 36 პუნქტიან გეგმაში, მაგრამ ეს მთავრობა ამ ნაბიჯების გადამდგმელი არ არის და ეს მთავრობა უნდა წავიდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს მაქსიმუმ 2% იქნება და ეს ციფრიც რისკის ქვეშაა. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა რეკომენდაციები წარადგინა. გრიფითსის თქმით სავალუტო ფონდის რეკომენდაცია სამთავრობო ხარჯების შემცირება ან გადასახადების ზრდა არის.

კომენტარები