საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

IMF: ხელისუფლებისგან რეფორმების დაჩქარებას მოველით

www.thehindu.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან რეფორმების დაჩქარებას მოელის.

"მოველით იმ გეგმების ხილვას, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს რათა სქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ბიზნესის განხორციელებისთვის, ინვერსიტერბისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის და მომავალში ეკონომკური ზრდის სტიმულირებისთვის.

ამ კონტექსტში გათვალისწინებულ უნდ იქნას უცხოურ ბიზნესზე ბოლოდროინდელი შეზღუდვების შერბილებნა, კერძო სექტორშ ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დანაზოგების ხელშეწყობა საპენსო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირების გზით, საგანმანათებლო სტანდარტების გაუმჯობესება", - განაცხადა გრიფითსმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებრვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება.

მისია შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერს - გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიცალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

კომენტარები