დავით საგანელიძე პარლამენტში

საგანელიძემ შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შესაძლოა, მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელოს. როგორც საგანელიძე ამბობს, მას შემოთავაზება მიღებული აქვს, თუმცა, დათანხმდება თუ არა წინადადებას, არ აკონკრეტებს.

"ვთქვი, რომ მომავალ პარლამენტში მე არ მივიღებ მონაწილეობას, არ ვიყრი კენჭს და თუ საჭირო იქნა, ამ პარლამენტიდანაც შეიძლება, გავიდე. შეიძლება, სხვაგან გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, საიდანაც მაქვს შემოთავაზება", - თქვა საგანელიძემ.

კომენტარები