სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ამერიკის ელჩს სახე დაუსერეს

Reuters

სამხრეთ კორეაში ამერიკის ელჩს თავს დაესხნენ. საჯარო ლექციის დროს 42 წლის დიპლომატ მარკ ლიპერტთან კორეულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა და სახეზე სამართებლის პირი გადაუსვა. ამ დროს იგი პოლიტიკურ ლოზუნგებს გაჰყვიროდა. თავდამსხმელი დააკავეს, დიპლომატი კი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი 55 წლის კიმი გი ჯონი აღმოჩნდა, რომელიც პროტესტს გამოხატავდა შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო მანევრების წინააღმდეგ და ორი კორეის გაერთიანებას უჭერდა მხარს. 2010 წელს მას პირობითი სასჯელი იაპონიის ელჩისთვის ბეტონის ნატეხის სროლის გამო ჰქონდა მისჯილი.

კომენტარები