ყაჩაღობა

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში ყაჩაღობა მოხდა

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანი პირები ბუცხრიკიძეების ოჯახს თავს დაესხნენ. ნაცემია ოჯახის ერთი წევრი. 

თავდამსხმელები ცივი იარაღის მუქარით ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. წაიღეს 25 ლარი.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები