საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

TI: თბილისის საკრებულომ დეკორატიული ნივთების შესაძენად 10 300 ლარი გადაიხადა

timer.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, თბილისის საკრებულომ დეკორატიული ნივთების შესაძენად ჯამში 10 300 ლარი გადაიხადა. ორგანიზაციამ თბილისის საკრებულოსგან 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 6 თებერვლამდე პერიოდის შესყიდვების გეგმა გამოითხოვა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 2015 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება ჯამში 10,300 ლარია, თბილისის საკრებულომ საერთაშორისო კომპანია ICR-სგან შეისყიდა დეკორატიული საბეჭდი მანქანა, დეკორატიული ტელეფონი, დეკორატიული ალუმინის ნავი, ალუმინის ლანგარი, ალუმინის გლობუსი, ბინოკლის სადგამი, ალუმინის საოფისე ზარი, პუფი და სხვადასხვა ლარნაკები.

TI-ს ინფორმაციითვე, ამავე ხელშეკრულებით თბილისის საკრებულომ შეისყიდა ტორშერი, კედლის საათები და ჭაღი.

კომენტარები