ლარის გაუფასურება

ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 3.3 თეთრით გაუფასურდა. 6 მარტს ერთი აშშ დოლარი 2.14 ლარი ეღირება. ლარი დღესვე ევროს მიმართაც გაუფასურდა. თუმცა იმის გამო, რომ ევროს გაცვლითი კურსი დღეს დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ლარის გაუფასურებამ ევროსთან მიმართებით მხოლოდ 2.1 თეთრი შეადგინა. 

ლარმა გამყარების ტენდენცია 25 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გამყარდა, თუმცა დღეს ეს გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებით შეიცვალა.

კომენტარები