21 მარტის აქცია

გომელაური 21 მარტის აქციაზე: უსაფრთხოების ნორმებს, რა თქმა უნდა, დავიცავთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება დაცული 21 მარტის აქციაზე უსაფრთხოების ნორმები, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები კონტრაქციებს გეგმავენ. გომელაურის თქმით, "უსაფრთხოების ნორმები, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, დაცული იქნება".

"უსაფრთხოების ნორმები, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, დაცული იქნება. არეულობებს ჩვენ არ ველოდებით. არც ვურჩევთ, რომ ვინმემ დაგეგმოს არეულობა, არ დავუშვებთ ფიზიკურად. დაცული იქნება მომიტინგეების მხარეც. წინა მიტინგზეც აანონსებდნენ - ეს მოხდება, ის მოუვარდება - არაფერი არ მოხდება. თუ იქნებიან წყნარად, ჩატარდება წყნარად. თუ არ იქნებიან წყნარად, მიიღებს პოლიცია ზომებს", - თქვა გომელაურმა.

კომენტარები