კრიზისი უკრაინაში

სტოლტენბერგი: რუსეთმა სეპარატისტების იარაღით მომარაგება მნიშვნელოვნად გაზარდა

northcountrypublicradio

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა პრორუსი ტერორისტების მძიმე შეიარაღებით მომარაგება მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ რაც შემიძლია, დავადასტურო, ისაა, რომ რუსეთმა სეპარატისტების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზარდა. ჩვენ ვნახეთ შეიარაღებული ძალები, რუსი სამხედროების მიერ სეპარატისტების წვრთნა და ასევე ვნახეთ რუსეთის მიერ მძიმე შეიარაღებით მომარაგების ზრდა. ვსაუბრობთ არტილერიაზე, ჯავშანტექნიკაზე, საჰაერო თავდაცვით სისტემებზე და სხვა. ეს აღჭურვილობა მხოლოდ რუსეთის შეიძლება, იყოს. ჩვენ გვყავს სანდო წყაროები, ასევე ეუთო-მაც დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ომში რუსეთი მონაწილეობს. სამხედროების ოჯახებიც ამას ადასტურებენ. ასე რომ, ვფიქრობ, არ არის მიზეზი, ვიკამათოთ იმაზე, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსები არიან, თუ არა. მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინიდან, გამოიყენოს მისი გავლენა სეპარატისტებზე და დაარწმუნოს ისინი, რომ პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები