საქართველო-ევროკავშირი

ფორჩხიძე: სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისას, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ

თეორემა/ტაბულა

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისას, საკუთარი ინტერესების დაცვა უნდა შეძლონ. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"სამმა ქვეყანამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ როდესაც აღმოსავლეთ პარნტიორობის პროექტის ახალი კონტურების შემუშავებისას გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. რასაც ვხედავ არის ის, რომ ჩვენ ბევრად უფრო პროაქტიულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ჩვენი ინტერესები გავატაროთ. რაც გვაქვს მიმდინარე ინსტრუმენტები გათვალისწინებული უნდა იყოს სათითაოდ. ჩვენთვის საჭირო ხედვის ინტეგრირება უნდა მოხდეს ახალ პოლიტიკაში", - თქვა ფორჩხიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

კომენტარები