იური ვაზაგაშვილის საქმე

ჭკადუა: ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე მეორე დნმ-ცაა აღმოჩენილი

ტაბულა

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ა აღმოჩენილი. მისი თქმით, გამოძიება ამ ეტაპზე სწორედ დნმ-ს მიხედვით პირის ვინაობის დადგენას ცდილობს.

დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ს პირველი კვალი, პროკურატურის განცხადებით, დაკავებულ სამართალდამცველს გია სოსანაშვილს ეკუთვნის. მისი ადვოკატის სოსო ჯოგლიძის მტკიცებით კი, ექსპერტიზის მონაცემები გაყალბებულია. ჯოგლიძე იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში დადგინდება დეტალები და დამკვეთის ვინაობაც გაირკვევა.

სხვა დნმ-ს შესახებ ინფორმაცია პირველად მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ 19 თებერვალს გაახმაურა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის საფლავზე "სხვა პირების დნმ-ს კვალიც არის აღმოჩენილი".

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქდა.

კომენტარები