სავალუტო კრიზისი

აბაშიშვილი: ეკონომიკურმა გუნდმა სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა არ წარმოადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტული გეგმის წარმოდგენას დაჰპირდნენ, მათ პირობა დაარღვიეს. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს აღნიშნული გეგმის წარმოდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბაშიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს. 

"მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. ვიცეპრემიერს და ფინანსთა მინისტრს. აღნიშნულ შეხვედრაზე, სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოწვევისა, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება და მოვითხოვთ, წარმოდგენილ იქნას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა.
იმ შემთხვევაში, თუ არსებული მოცემულობის პირობებში მსგავსი საკითხი კვლავ დადგება, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით", - თქვა აბაშიშვილმა.

კომენტარები